
ჩვენ შესახებ
ჩვენ ვცვლით თქვენს ციფრულ ჩვევებს
შილდვაიზი გეხმარებათ შეამციროთ ადამიანური შეცდომით გამოწვეული რისკები, და შექმნათ უსაფრთხოების კულტურა
დასრულებული კურსი
ქვიზების შესრულების მაჩვენებელი
შემცირებული ფიშინგის რისკი
კურსის საშუალო ხანგძლივობა
რისთვის ვმუშაობთ
უსაფრთხოება იწყება არა პოლიტიკით, არამედ ყოველდღიური ქცევით
კიბერუსაფრთხოება ხშირად ზედმეტად რთული, ფრაგმენტული და დამღლელია. იქნება ეს თანამშრომლების გადამზადება, რისკების შემცირება, თუ კომპანიის შესაბამისობაში მოყვანა, ბევრ გუნდს ეს პროცესი არაერთგვაროვანი და რთულად სამართავი ხვდება. სწორედ ამიტომ შევქმენით ShieldWise. ShieldWise არსებობს იმისთვის, რომ მოაშოროს ბარიერები უსაფრთხოების მიზნებს და ისინი თქვენი ყოველდღიური რეალობის ნაწილად აქციოს.

როგორ ვმუშაობთ
სამი პრინციპი, რომლითაც ვაშენებთ პროდუქტს
სიზუსტე
ვპოულობთ იმ ქცევებს, რომლებიც რეალურ რისკს ქმნის და მათზე ვმუშაობთ პირდაპირ.
სისწრაფე
ტრენინგი უნდა ჯდებოდეს სამუშაო დღეში და არა აჩერებდეს მას.
ქცევითი ცვლილება
ჩვენი მიზანი ცოდნის დამატება კი არა, უსაფრთხო ჩვევების გამყარებაა.
რას გთავაზობთ
პლატფორმა, რომელიც სწავლას შედეგთან აკავშირებს
მიკრო-ტრენინგები
მოკლე, პრაქტიკული კურსები, რომლებიც თანამშრომელს სწრაფად ამზადებს რეალური რისკებისთვის.
ფიშინგის სიმულაციები
შედეგები მხოლოდ თეორიაში არ ჩანს. ვამოწმებთ, როგორ რეაგირებს გუნდი პრაქტიკაში.
რისკის ქულა
თითოეული თანამშრომლის სარისკო ქცევა გადაიქცევა გასაგებ და სამართავ სიგნალად.
მენეჯერის ალერტები
როცა ვინმე ტემპს ჩამორჩება ან რისკი იზრდება, მენეჯერი ამას დროულად ხედავს.
ქართული ლოკალიზაცია
შინაარსი და გამოცდილება მორგებულია ქართულ კომპანიებსა და თანამშრომლებზე.
პროგრესის ანალიტიკა
რეალურ დროში ხედავთ სწავლების პროგრესს, ჩართულობას და გაუმჯობესების დინამიკას.
შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
ვცვლით ჩვევებს და არა მხოლოდ ვამატებთ ტრენინგებს
ShieldWise აერთიანებს სწავლას, სიმულაციას და ანალიტიკას ერთ პროცესში, რათა მენეჯერმა ზუსტად იცოდეს, სად არის რისკი და როგორ უმჯობესდება გუნდი დროთა განმავლობაში.
ეს ნიშნავს ნაკლებ ბრმა ზონას, უფრო სწრაფ რეაგირებას და უსაფრთხოების კულტურას, რომელიც მხოლოდ დოკუმენტებში არ არსებობს.
ჩვენი გზა
რას ვაშენებთ ეტაპობრივად
01
პირველი ეტაპი
ShieldWise შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანური შეცდომა აღარ იყოს კომპანიის ყველაზე სუსტი წერტილი.
02
პირველი კლიენტები
პლატფორმა ავაწყვეთ რეალური გუნდების ყოველდღიური ქცევების ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მრავალ კორპორატიულ გარემოში და არა თეორიული ჩარჩოებით.
03
სიმულაციებისა და ანალიტიკის გაფართოება
ფიშინგის სიმულაციები, რისკის ქულა და მენეჯერული ხედვა გავაერთიანეთ ერთ გამოცდილებაში.
04
შემდეგი ეტაპი
ვაგრძელებთ კიდევ უფრო მოხერხებული ტრენინგების და უფრო ზუსტი და საინტერესო ხელსაწყოების განვითარებას თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის.
შემდეგი ნაბიჯი
თუ გინდათ, რომ თანამშრომლები გახდნენ თქვენი დაცვის პირველი ხაზი, დავიწყოთ სწორად
დაგეხმარებით ნახოთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოების სწავლება გადაიქცეს პროგრესად, რომელიც ჩანს გუნდშიც და შედეგებშიც.